Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ასოცირებული პროფესორის ნატალია ხარაძისა და დოქტორანტ თამუნა სულხანიშვილის სამეცნიერო აღიარება

2024 წლის 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის ნატალია ხარაძისა და დოქტორანტ თამუნა სულხანიშვილის სტატია: “პერფორმანს მენეჯმნეტის გავლენა დასაქმებულთა კარიერულ განვითარებაზე“ (The impact of performance management on the career development of employees), ჟურნალში: "ACCESS: წვდომა მეცნიერებაზე, ბიზნესზე, ინოვაციაზე ციფრულ ეკონომიკაში”; (ACCESS JOURNAL: Access to science, business, innovation in digital economy"), ACCESS Press, 6(1), 67-83, https://doi.org/10.46656/access.2025.6.1(4); ISSN 2683-1007 (Online).

ცნობილია, რომ თსუ-ის რექტორის 2021 წლის 19 მაისის ბრძანებით განისაზღვრა თსუ-ის აკადემიური პერსონალის მიერ გამოქვეყნებული მაღალრეიტინგული სამეცნიერო-კვლევითი პუბლიკაციებისთვის ფინანსური ჯილდოს გამოყოფა.

აღნიშნული ჟურნალის რეიტინგი აკმაყოფილებს თსუ-ის რექტორის ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (2024 წლის web of science, Impact Factor -0.8) შესაბამისად, ასოცირებულ პროფესორ ნატალია ხარაძესა და დოქტორანტ თამუნა სულხანიშვილს გადაეცათ ფულადი ჯილდო.
 

თარიღი: 18/12/2024